Finnland. Cool.

იდეების მსოფლიო დედაქალაქში წიგნის ფესტივალი დასრულდა. 8-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით ფრანკფურტმა წიგნის საერთაშორისო გამოფენას, როგორც ყოველთვის, ღირსეულად უმასპინძლა. ზაფხულიდან მოყოლებული ქალაქში თუ ფესტივალის ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს (4 000) მიაღწია. საპატიო სტუმარი ქვეყანა 2014 წელს ფინეთია. არქტიკული, ცივი და ცისფერი, ასეთი გახლდათ ფინეთის პავილიონზე ორგანიზატორების სლოგანი და იქ შესვლისას თავს სწორედ რომ მსგავს გარემოში ამოჰყოფდით, ოღონდ არა სიცივეში, არამედ ნამდვილად მაგარ სამყაროში.

ფინლანდიის პავილიონი

ფინლანდიის პავლიონში

ფინლანდიის პავილიონი

ფინლანდიის პავილიონი

20141011_104936ფინლანდიის პავილიონი

კლასიკური ლიტერატურის, პოეზიის, კომიქსის გვერდით განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ფინური თანამედროვე საილუსტრაციო ხელოვნება, რომელიც ფესტივალზე წარმოდგენილ იქნა საგამოფენო პროექტით – BY.  BY შვედური სიტყვაა და ქართულად სოფელს ნიშნავს. პროექტის ფარგლებში გამოფენილი იყო ფინეთის წიგნის ილუსტრაციისა და მულტიპლიკაციის აქტუალური მიმდინარეობები. ნამუშევრები მცირე კონტეინერებში, პატარა სახლებში, გახლდათ განთავსებული. By-სახლების ნახვა შეგეძლოთ ფრანკფურტის ზაქსენჰაუზენის ბიბლიოთეკის ცენტრსა და ფრანკფურტერ ბუხმესე საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონში.

პროექტი BY

პროექტი BY. 20141011_113656

BY

BY-Projekt

BY-VillageBY - Projekt

20141011_113142

 20141011_105612

ფინელებმა ჰელსინკიდან მუმინების ცნობილი ბიბლიოთეკა-ავტობუსი ჩამოიტანეს, სადაც არა მხოლოდ ფინური საბავშვო წიგნების დათვალიერება, არამედ განსაზღვრულ საათებში ამა თუ იმ ზღაპრული ისტორიის მოსმენა შეიძლებოდა.

Mumin-Bibliotheksbus

20141011_105327

თხრობის დასასრულს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტიც:

2014 წელს დოიჩერ ბუხპრაიზი (Deutscher Buchpreis), ანუ აღიარება საუკეთესო გერმანულენოვანი რომანისათვის, მოიპოვა ლუც ზაილერმა ნაწარმოებისათვის “კრუზო”. ინტენსიური და თვითმყოფადი პოეტური ენით ასახა მწერალმა 1989 წლის ზაფხულს კუნძულ ჰიდენზეეზე მომხდარი ამბები, რომელიც დდრ-ის დროს თავისუფლების ყველანაირ მწყურვალთა თავშესაფარი გახლდათ.

განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის მშვიდობის იდეის განვითარების საქმეში ფრიდენსპრაიზი (Friedenspreis des deutschen Buchhandels) გადაეცა ამერიკელ ინფორმატიკოსს, ჯერონ ლენიერს (Jaron Lanier), რომელიც დიჯიტალური კაპიტალიზმის მკაცრი კრიტიკოსი და ინტერნეტმომხმარებლის მონაცემების დიდ კონცერნებზე უფასოდ გადაცემის აქტიური მოწინააღმდეგეა.

ფრანკფურტერ ბუხმესეზე  წიგნის ხელოვნების სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლენილ ყველა გამარჯვებულთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. არის რამდენიმე ახალი კატეგორია, რომლითაც 2014  წელს პირველად მოხდა დამსახურებულთა აღიარება. თუ მაინც დაინტერესდებით, ბევრი მათგანის შესახებ საინტერესო ინფორმაცია boersenblatt.net-ის ონლაინ გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ (გერმანულ ენაზე).

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s