ლებოგანგ მაშილე

ამ რამდენიმე თვის წინ სამხრეთ აფრიკელი პოეტი ქალის, ლებოგანგ მაშილეს, ლექსების კრებული მაჩუქეს. უნდა ვაღიარო არ ველოდი და გაოცებული კი დავრჩი, რადგან მაშილეს პოეზია საკმაოდ სერიოზულ თემათიკით, კრიტიკული ტონითა და ხშირად ღრმა ფილოსოფიურობით გამოირჩევა. რადგან ქართულად ვერანაირი ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ ვერ ვიპოვნე, ამიტომ გადავწყვიტე ამ საკმაოდ საინტერესო და აღიარებული ხელოვანის შესახებ ორიოდე სიტყვით მომეთხრო.

ლებოგანგ მაშილე დაიბადა 1979 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის 16 წლის იყო როდესაც ოჯახთან ერთად სამშობლოში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნდა. მაშილემ იოჰანესბურგში დაამთავრა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (Wits University). ამჟამად იგი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და უმნიშვნელოვანესი პოეტი-შემსრულებელია. მისი ლექსების თემატიკაა იდენტიტეტი, გენდერი,  სპირიტუალიტეტი და სამხრეთ აფრიკის სოციალურ-პოლიტიკური სიტუაცია. ამ პოეტმა თავისი პოეზიითა და პერფორმასით დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე სამხრეთ აფრიკის ლირიკაზე.

2003 წელს ლებოგანგ მაშილე Feela Sistah! Spoken Word Collective-ის ერთ-ერთი ფუძემდებელთაგანია, რომელმაც ქვეყანაში მალე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, იმდენად დიდი, რომ, მათ გავლენას არამარტო თანამედროვე ლიტერატურაზე, არამედ ჯაზსა და ჰიპ-ჰოპზეც კი აღიარებენ. 2004 წელს შედგა მაშილეს სამსახიობო დებიუტი ოსკარზე მრავალმხრივ ნომინირებული ფილმში „ჰოტელი რუანდა“. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო Standard Bank National Arts Festival-ში, სადაც  კ.სელო დუიკერსის რომანის „The Queit Violence of Dreams“-ის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში მმაბათოს, ერთადერთი ქალის როლს, ასრულებდა. 2009 წელს, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული „Moving Into Dance Company“-ს 30 წლიანი იუბილის აღსანიშნავად გამართულ ზეიმზე, ლებოგანგ მაშილემ ქორეოგრაფ სილვია გლასერთან ერთად წარადგინა „Threads“, რომელიც მუსიკის, ქორეოგრაფიისა და პოეზიის საინტერესო შერწყმას წარმოადგენს.

2006 წელს ლებოგანგ მაშილე გახდა NOMA – ს  (აფრიკელი მწერლების საკმაოდ მაღალთანხიანი ყოველწლიური ჯილდო) მფლობელი თავისი ლექსების პირველი კრებულისათვის „In a Ribbon of Rhythm“ (2005). მეორე ლექსების კრებული „Flying above the sky“ 2008 წელს გამოიცა. ლებოგანგ მაშილე ამჟამად ქალაქ იოჰანესბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ლექსების კრებული „Töchter von Morgen“ გერმანულ ენაზე ითარგმნა არნე რაუტენბერგის მიერ და გამოიცა 2010 წელს გამომცემლობა აფრიკა ვუნდერჰორნში (AfrikaWunderhorn).

Advertisements

10 thoughts on “ლებოგანგ მაშილე

    • კი, საკმაოდ აღიარებულია უკვე. გერმანიაშიც ყავდათ მოწვეული თავისი კრებულის წარსადგენად. ლექსები თავად ინგლისურ ენაზე უფრო რითმულია. გერმანული თარგმანიც კარგია, ოღონდ ჩემი აზრით უფრო როგორც თეთრი ლექსები ისე იკითხება..

    • ძალიან საინტერესო ადამიანია, პოსტში არ მიწერია და პოეტთან და მსახიობთან ერთად პროდიუსერი და ტელეწამყვანიცაა. ჩავამატებ მერე მოგვიანებით ინფორმაციას. 🙂

  1. გამარჯობა! 🙂 აუცილებლად დაგიწერთ, მაგრამ ჯერ გამომცემლობას უნდა ვთხოვო ნებართვა
    (ლექსები დაცულია საავტორო უფლებებით)… ოფიციალური დასტურის შემდეგ შემეძლება რომელიმე ლექსის აქ დადება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s