მაინის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი 2011

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი არა მხოლოდ წიგნის მოყვარულთა ზეიმია, არამედ ესაა საქმიანი და შემოქმედებითი იდეების თავშეყრის ადგილი. ადგილი, სადაც არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ ხელოვნების ბევრ სხვა სფეროსაც ჯეროვანი ყურადღება ექცევა.

გერმანულ მხატვრულ თუ არაფიქციონალურ ლიტერატურაზე, საბავშვო თუ სამეცნიერო, კომიქსებზე, ტურიზმზე, მუსიკის სფეროსა თუ კულინარიის თემატიკაზე ორიენტირებული გამომცემლობები წელსაც 5 დღის განმავლობაში საინტერესო პროგრამით წარდგნენ დამთვალიერებელთა თუ პროფესიონალური თვალსაზრისით დაინტერესებულ პითა წინაშე.

 

მაინის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მნიშვნელოვან ადგილთაგანია დოიჩერ ბუხპრაიზის  საგამოფენო არეალი, სადაც ჯილდოზე ნომინირებულ მწერალთა ნაწარმოებების გაცნობაა შესაძლებელი. 2011 წელს დოიჩერ ბუხპრაიზის მფლობელი ევგენ რუგეა (Eugen Ruge) რომანით „In Zeiten des abnehmenden Lichts“. რომანი აღმოსავლეთ გერმანიის ისტორიას რაფინირებულად გადმოგვცემს ოთხი გენერაციის 50 წლიანი ოჯახური საგის ფონზე.

თავად მწერლებთან შეხვედრებისათვის კი გამოფენა-გაყიდვაზე სადისკუსიო ფორუმებია ტელევიზიისა და ამა თუ იმ მაღალტირაჟიანი გაზეთის რედაქციის მიერ ორგანიზებული. მსმენელთათვის ასეთ ერთ-ერთ პრესტიჟულ ფორუმთაგანია ტელეარხ ZDF-ის მიერ მოწყობილი ე.წ. დას ბლაუე ზოფა (das blaue sofa (ლურჯი ტახტი)):

მაინის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზევე ეწყობა ილუსტრატორებისა და მულტიპლიკატორების კონკურსიც, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული ფრანკფურტერ ბუხმესესა და გამომცემლობა კარლსენის (Carlsen) მიერ ხორციელდება, რის შედეგადაც ყოველწლიურად საინტერესო და ტალენტირებულ ხელოვანთა  გამოვლენა ხორციელდება. 2011 წელს Cartoonpreis-ის პირველი ადგილი ჰამბურგელმა პიერო მასცტალერციმ დაიმსახურა.

წელს ფრანკფურტის გამოფენის საპატიო სტუმარ ქვეყანას, როგორც ცნობილია, ისლანდია წარმოადგენდა. ღირსეულ სტუმარს გერმანელი ორგანიზატორები, როგორც წესი, ცალკე შენობას უთმობენ, სადაც მწერლებთან შეხვედრები, ინტერვიუები და საინტერესო კულტურული ღონისძიებები იმართება. ისლანდიელი გამომცემლობების ერთობლივი საგამოფენო არეალი კი არა ამავე შენობაში, არამედ დანარჩენ უცხოელ გამომცემლობებისათვის განკუთვნილ საგამოფენო დარბაზშია განთავსებული.

წელს ფრანკფურტერ ბუხმესეს ეზოში მანგასა და ანიმაციური ფილმების ფიგურების სამოსით შემოსილ ახალგაზრდობას, კოსპლეიერებს (Cosplayer – Costume Play), შენიშნავდით. წიგნის ფესტივალზე არა მხოლოდ გამომცემლობები, არამედ ფილმის, კომპიუტერული თამაშებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროც გახლდათ წარმოდგენილი. ფრანკფურტერ ბუხმესეს პროგრამის ნაწილია DCM-იც (Die Deutsche Cosplaymeisterschaft) ე.წ. კოსტუმების ჩემპიონატი, რომელიც Animexx e.V. – სა (მანგასა და ანიმეს მოყვარულთა უდიდესი გაერთიანება გერმანიაში) და ფრანკფურტერ ბუხმესე მიერ ერთობლივად ხორციელდება. კოსპლეიერები ატარებენ მათ მიერვე შექმნილ, ფანტაზიით ნამდვილად გამორჩეულ, კოსტიუმებს საყვარელი კომიქსებიდან, ფილმებიდან თუ თამაშებიდან. ფრანკფურტერ ბუხმესეზე კი ამ ჩემპიონატის ფინალი იმართება და სხვადასხვა ქალაქებში გამოვლენილი საუკეთესო კოსპლეიერებიც მაისტერის ტიტულის მისაღებად თავს არ ზოგავენ.

ფესტივალის საგამოფენო დარბაზებში განათლება და მეცნიერება, ასევე დიგიტალური მედიები არანაკლებ მთავარ როლში გვევლინებიან. ელექტრონული წიგნის მწარმოებელი სააგენტოებიც წელს რაღა თქმა უნდა მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი.

2011 წელს პირველად გაიმართა გერმანული ელექტრონული წიგნის ჯილდოს, ე-ბუკ-პრაიზის (E-Book-Preis), გადაცემა ფესტივალზე. ლიტერატურული სააგენტოს Chichili Agensy და კონვერტაციის სერვისის Satzweiss.com – ის ინიციატივით გერმანულენოვან სივრცეში ჩატარდა კონკურსი კატეგორიაში მოთხრობა/ნოველა (Shortstory). 350 კონკურსანტს შორის პირველი ადგილი ავსტრიელი ავტორის,  ერიხ ბოშის, მოთხრობამ – „Sie hat verbundene Augen“- აიღო და 1000 ევროთი დოტირებული ჯილდოც დაიმსახურა.

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ფორუმებზე როგორც წესი იმართება საინტერესო დისკუსიები მწერლებთან, მთარგმნელებთან, ლიტერატურული ფონდების წარმომადგენლებთან. ასევე საინტერესო ინიციატივაა ფრანკფურტერ ბუხმესეს მიერ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. მისასალმებელია ფრანკფურტ აკადემიის შექმნა, ესაა ფრანკფურტერ ბუხმესეს ახალი საერთაშორისო საკონფერენციო მარკა. ამ აკადემიის ინიციატივით ჩატარდა საგამომცემლობო და მონათესავე თემების ირგვლივ ღონისძიებები და კონფერენციები.

2011 წელს წიგნის ფესტივალზე 106 ქვეყნიდან 7 384-მა გამომცემლობამ მიიღო მონაწილეობა. ჩატარდა 3200-ზე მეტი ღონისძიება. მნახველთა რაოდენობამ 280 000- ს გადააჭარბა. რა თქმა უნდა შეუძლებელია ყველა ღონისძიების ჩამოთვლა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს დოიჩერ იუგენდლიტერატურპრაიზი (Deutscher Jugendliteraturpreis). ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ფრიდენსპრაიზის (Friedenspreis des deutschen Buchhandels) გადაცემა იმ პიროვნებისათვის, რომელმაც ლიტერატურული, სამეცნიერო ან ხელოვნების რომელიმე სფეროში საკუთარი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მშვიდობის იდეის განხორციელების საქმეში. პრემია გერმანიის წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ ყოველწლიურად გაიცემა ფრანკფურტის პაულსკირხეში. 2011 წელს საპატიო ჯილდო ალჟირელ მწერალს, ბუალემ სონსალს, გადაეცა. (ბუალემ სონსალი იზრდებოდა ალჟირის მუშათა რაიონში. სამეცნიერო ხარისხის დაცვის შემდეგ ის 1986 წლიდან საკონსულტაციო ფირმის გენერალური დირექტორის თანამდებიბაზე ინიშნება. მას 1992 წლიდან ალჟირის სავაჭრო სამინისტროს მრჩევლის თანამდებობა, 1996 წლიდან კი ინდუსტრიისა და რესტრუკტურიზაციის სამინისტროს გენერალური დირექტორის თანამდებობა უჭირავს. 1992 წელს ალჟირის პრეზიდენტის, მუჰამედ ბუდიაფის, მკვლელობისა და სამოქალაქო ომების შედეგად განადგურებული ქვენის შემყურე, ის იწყებს 1996 წლიდან სამწერლობო მოღვაწეობას. მისი ნაწარმოებების კრიტიკული ტონის გამო, ის საბოლოოდ დათხოვნილ იქნა ოფიციალური პოლიტიკური სარბიელიდან.)

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის საინტერესო ნაწილია ის საგამოფენო დარბაზები სადაც ქართული, ესპანური, იტალიური, ისლანდიური, რუსული, ირანული, აზერბაიჯანული და სხვა ქვეყნების გამომცემლობებია განთავსებული.

წელს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით ჩატარდა ღონისძიება Have a look at Georgia, სადაც ქართული თანამედროვე მწერლობისა და წიგნის ბაზრის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიეწოდა დაინტერესებულ საზოგადოებას.

ფესტივალის ბოლო დღეს კი საზეიმო ვითარებაში ახალი ზელანდია დასახელდა 2012 წლის საპატიო სტუმრად.

2012 წელს მაინის ფრანკფურტის გამოფენა-გაყიდვა 10-14 ოქტომბერს გაიმართება.

Advertisements

7 thoughts on “მაინის ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი 2011

  1. მასშტაბებია მომხიბვლელი. და ბევრად მეტი კრეატივია, ვიდრე ჩვენთან… თუმცა, ეს გასაკვირი არც არის. ჩვენ ახლა ვიწყებთ.

    იმედია, ოდესმე რაღაც მსგავსი თბილისის წიგნის ფესტივალებზეც იქნება.

    • მასშტაბი მართლაც სენსაციურია. შეუძლებელია ერთ დღეში ყველა საგამოფენო დარბაზი გულდასმით დაათვალიერო, იმდენად დიდია მიღებული ინფორმაცია და შთავეჭდილებები. თუმცა გააჩნია..
      მთავარია კარგი დაფინანსება და იდეების საქმიანი, რეალური განხორციელება. თუკი დიდი რაოდენობით დაინტერესებული მკითხველი და ფესტივალის სტუმარი არ გვეყოლება, სასურველია ხარისხი მაინც გვქონდეს ოდესმე უკეთესი..

    • ერთ-ერთ ქართულ რადიოინტერვიუში მოვისმინე, რომ, სავარაუდოდ 2015 წელს შესაძლოა იყოს საქართველო ამ გამორჩეული სტატუსით წიგნის ფესტივალის სტუმარი ქვეეყანა. ვნახოთ აბა, მომავალი გვიჩვენებს. 🙂 თავად ბუხმესეს ჰომპეიჯზე ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დევს..

    • შენ ეგა თქვი, მოლი! ჰოდა, გითმობ ასპარეეზს 🙂
      თუ გამიმართლა და მეც მაგ დროს ფესტივალზე ვიქნები, ერთი-ორი პოსტი ჩემზეც იყოოს.. 😉 შევეცდები სადმე კიდევ დავაზუსტო ინფორმაცია 2015 წელთან დაკავშირებით.. 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s