“ზღაპრული ისლანდია”

ხვალ მაინის ფრანკფურტში წიგნის ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. წელს გამოფენა-გაყიდვა 12-16-ი ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. ფესტივალის საპატიო სტუმარი ქვეყანა კი ისლანდია გახლდათ.

ცოტა რამ ისლანდიის ისტორიიდან: დაახლოებით 1200 წლის წინ ვულკანურ კუნძულს ნორვეგიელი მოსახლეები  ესტუმრნენ, რომლებმაც ფეოდალური ბატონების უღელქვეშ ყოფნას, უკაცრიელ კუნძულზე დასახლება და თავისუფლება ამჯობინეს. საუკუნეების მანძილზე ქვეყანა ჯერ ნორვეგიელების, შემდგომ კი დანიელების კოლონიას წარმოადგენდა და დამოუკიდებლობას მეოცე საუკუნეში მიაღწია.

ისლანდიაში ვერ იპოვით დიდ სასახლეებსა და კათედრალებს, სამაგიეროდ მათ აქვთ ღირშესანიშნავი ენა, რომელსაც ცვლილება ბოლო ათასი წლის განმავლობაში დიდად არ განუცდია და რაღა თქმა უნდა ფანტასტიური ისლანდიური ლიტერატურა. ძველ ისლანდიურ ლიტერატურას საგა და ედა წარმოადგენს (უფროსი ედა, რომლებიც მეცამეტე საუკუნის ბოლომდე ზეპირსიტყვიერი სახით გადაეცემოდა თაობიდან თაობას და სნორა ედა, რომელიც სნორი სტურლუსონის მიერ 1220-იან წლებში შეიქმნა). მაშინ როცა ედა  ჩრდილოელი გმირებისა და ღმერთების შესახებ მითოლოგიურ ამბებს გვიამბობს, საგა გარკვეულწილად რეალობას გადმოგვცემს მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნეებში დაპირისირებული კლანების შესახებ. ისლანდიელთა დაუღალავმა შრომამ, წერილობით შემოენახათ ხბოს ტყავზე ზეპირსიტვიერება, უკვალოდ არ ჩაიარა და დასაბამი დაუდო მითს წერისა და კითხვის მოყვარული ისლანდიელების შესახებ. დღესაც კი მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა (დაახლოებით 330 000) წიგნის პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით ხორციელდება.

ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობით ითარგმნა ისლანდიური ლიტერატურა გერმანულ ენაზე და ბაზარზე იქნა გამოტანილი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის წინ. გამოფენა-გაყიდვაზე კლასიკური ლიტერატურის გვერდით წარმოდგენილია თანამედროვე ისლანდიური ლიტერატურურა – ჰალგრიმურ ჰელგასონი, ზიგურიონ ბ. ზიგურდსონი, ჯონ კალმან სტეფანსონი, ქრისტინ შტაინსდოტირი, ქრისტინ მარია ბალდურსდოტირი, არნალდურ ინდრიდასონი, შტაინუნ ზიგურდარდოტირი ის მცირე ჩამონათვალია ისლანდიელი მწერლების დიდი სიიდან, რომლებმაც კრიტიკოსთა ყურადღება და მკითხველის ინტერესი უკვე კარგა ხანია მოიპოვეს.

“ზღაპრული ისლანდია” – ამ დევიზით გადაწყვიტეს ფრანკფურტერ ბუხმესეს ორგანიზატორებმა საპატიო ქვეყანა წარედგინათ ფესტივალზე. ისლანდიისათვის გამოყოფილ დარბაზში იმართება ინტერვიუები ავტორებთან და მათი წიგნების პრეზენტაციები. გარდა ამისა მკითხველს აქვს საშუალება ისლანდიური სასტუმრო ოთახის აურით გაჯერებულ ამბიენტეში კომფორტულად დაიკაოს ადგილი მაგიდასთან და მეგობრებთან ერთად ყავა თუ გამაგრილებელი სასმელი მიირთვას, სავარძელში მოკალათებულმა კი ისლანდიურ წიგნებს შეავლოს თვალი.

 

 

Advertisements

19 thoughts on ““ზღაპრული ისლანდია”

  1. ისლანდიური ჰალდორ ლაქსნესი ვიცი მარტო და უმცროსი ედა. და ქაშაყი 🙂

    ფესტივალზე ქვეყნის სტუმრის სტატუსით მოწვევა ძალიან კარგი იდეაა. ლამაზი და საინტერესო 🙂

    • ისლანდიის მოწვევის იდეა ნამდვიალდ კარგი გადაწეტილება იყო. საინტერესო ხელოვანები აღმოვაჩინე და ბევრ რამეს გავეცანი, რაც აქამდე არ ვიცოდი. ღირდა ნამდვილად ამ დღეებში ჩემს მიერ დროის ‘უქმად’ ფლანგვა.. 🙂
      ჰალდორ ლაქსნესი თუ არ ვცდები ერთადერთი ისლანდიელი ავტორია რომელმაც ნობელის პრემია დაიმსახურა. წაკითხული სამწუხაროდ მისი რომელიმე ნაწარმოები ჯერ არა მაქვს. იმედია ახლო მომავალში გამოვძებნი სამაგისო დროს.. 🙂

      • მოლი, ეხლა მივაქციე ყურადღება რომ, “უმცროს ედას” ვიცნობო კომენტარში გიწერია, ალბათ “სნორა-ედა” იგულისხმება ტერმინში, რადგან გერმანული ტერმინოლოგიით არსებობს ისლანდიურში მხოლოდ “Lieder-Edda” (ანუ “უფროსი ედა” იგივე “Kodex Regius”) და “Snorra-Edda”. ნუ, უფროსი და უმცროსი ედა უფრო ადვილი დასამახსოვრებელია რა თქმა უნდა, ამიტომ ჩემ ტექსტში ტერმინს “ძველი ედა” ისევ “უფროსი ედით” შევცვლი.. 🙂

        • მთელი წელია აქ კომენტარი არ დაწერილა.. როგორ გამიხარდა! 🙂 კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე, ლორდ!

    • არა მოლი, სწორად გაქვს გამოყენებული. ეხლა გადავამოწმე ქართულ გვერდებზე ტერმინოლოგიები და ალბათ თავის დროზე ამ ტერმინებით ითარგმნა ისლანდიური ძველი ლიტერატურა.

    • ძალიან მიხარია, როდე, რომ შენ და მოლი ჩემი ბლოგის ხშირი სტუმრები ხართ და გაინტერესებთ რასაც ვწერ! დიდი მადლობა ამისათვის!
      კიი, ისლანდია ძალიან კარგია. ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო ისლანდიელების თანამედროვე კულტურა და ლიტერატურა. მჯერა რომ, აქ რომ ყოფილიყავი მნიშვნელოვან საქმესაც კი გვერდძე გადადებდი და ფესტივალის ხშირი სტუმარი იქნებოდი! 🙂

      • მადლობა პირიქით 🙂
        კი, ყველაფერს გადავდები და სრულად შევიგრძნობდი ისლანდიას.
        ნეტა ქართულად როდის გვეღირსება რამე მათი ლიტერატურიდან. ან მანამდე მე ვისწავლი ისლანდიურს 🙂

        • ისლანდიურიდან პირდაპირი თარგმანი ქართულ ენაზე საერთოდ თუ გვაქვს რამე არ მგონია (ედას და საგების გარდა).. ისე ისლანდიური გერმანიკული ენაა და ვინც შვედური, ნორვეგიული, ინგლისური ან თუნდაც გერმანული იცის იქნებ არც კი გაუჭირდეს ამ ენის შესწავლა.

  2. მე ისლანდიას ძირითადად მუსიკით ”ვიცნობ” და ნაღდად აქვს საკუთარი უნიკალური მახასიათებლები, თუნდაც ჟღერადობის თვალსაზრისით.
    კიდევ სამაგალითოდაა ხოლმე ქცეული მათი პოლიტიკური სიტუაცია. ხუმრობით ამბობენ – მხოლოდ ყინული და თევზი აქვთ და კი ააწყეს ნორმალური სახელმწიფოო.
    ადრე სადღაც სტატისტიკური მონაცემი იყო მოყვანილი – 130 წლის მანძილზე ქურდობის ფაქტი არ დაფიქსირებულაო 🙂

    • სიმართლე რომ ვთქვა ისლანდიურ მუსიკაში ცუდად ვერკვევი. ბიორკი ვიცი მხოლოდ და მისი წლების წინანდელი შემოქმედება უფრო მომწონს რატომღაც ვიდრე ბოლო ნამუშერები..
      პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში გეთანხმები, ნამდვილად სამაგალითოა. ცოტა ეკონომიკურმა კრიზისმა ‘შეაშინათ’, მაგრამ მიუხედავად ამისა ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით საუკეთესო სიტუაცია აქვთ მსოფლიოში, თევზთან ერთად სამანქანო ინდუსტრია და ტურიზმიც რა თქმა უნდა დიდ როლს თამაშობს.
      ნუ 330 000 მოსახლეში ქურდობის ფაქტი რომ არ დაფიქსირდება არაა გასაკვირი 🙂 ცხოვრების დონეს და ადამიანების განათლება-შეგნებას თავი რომ დავანებოთ, ჩემი აზრით ალბათ სურვილიც არავის ექნება საზოგადოებას თავი უარყოფითად დაამახსოვროს.

      • სხვათაშორის თუ გიფიქრია კავშირზე ბუნებრივ კლიმატსა და წარმატებულ სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის?
        სკანდინავიის ქვეყნები, ისლანდიაც ერთ კლიმატურ პირობებში არიან მეტ-ნაკლბეად და ყველა ერთმანეთზე წამატებულია. მეტწილად ცივა ევროპის ამ ადგილას.
        სამხრეთით: პორტუგალია, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ცხელი ჰავა (ზემოჩამოთვლილთან შედარებით) და სამოქალაქო შეგნება და სახელმწიფოებრიობაც უფრო დაბალ დონეზე.

        რაციონალიზმი (ჩრდილოეთი) vs ემოციურობა (სამხრეთი)

        • ჰოო, სიმართლე გითხრა მაგ საკითხისათვის მაგ კუთხით არ შემიხედავს. თუმცა კლიმატს აქვს ადამიანების ხასიათზე გავლენა, სამხრეთელები მაგ მხივ შესაძლოა შედარებით ‘უდარდელები’ არიან, ხელს გაანძრევ თუ არა, ბუნება ასე თუ ისე სამყოფს მაინც იძლევა.. მაგრამ ეს ფაქტორი არ მგონია მაინც უმთავრესი იყოს. ისტორიული, სოციალური, ეთიკური და ბევრი სხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი როცა ამა თუ იმ ერის საერთო მახასიათებელზეა საუბარი.

  3. ისლანდიელებს 13 სანტა კლაუსი ყავთ 🙂 აი, კარგი მწერალი რამდენი ყავთ ეგ არ ვიცი.
    ჰალგიმურზე პოსტი მაქვს დაწერილი და კი იცი, რასაც ვფიქრობ, არნალდური კიდევ… არი რა. დიდი ვერაფერი მწერალი და ძალიან საშუალო დონის დეტექტივსტია, იმჰო.
    ზოგჯერ არის, რომ დეტექტივის სიუჟეტი სუსტია, მაგრამ მწერალი იმდენად კარგია, რომ გსიამოვნებს წაკითხვა – მაგალითად მანკელი ან სიმენონი.
    არნალდურის სიუჟეტები ბავშვურია და მწერლად კიდევ არ ვარგა.

      • უბედნიერესი ხალხია მე თუ მკითხავ, ყოველი მეორე ისლანდიელი ან მწერალია და ან მუსიკოსი. აქედან გამომდინარე 13 სანტა კლაუსიც აღარაა გასაკვირი.. 🙂
        ანუ არნალდურ ინდრიდასონი არ მოგეწონა, არადა ამჟამად ყველაზე ცნობილი და წარმატებული ისლანდიელი კრიმიავტორია, როგორც გერმანული პრესა იტყობინება. უფრო ისლანდიის სოციალურ რეალობას აღწერენ მისი რომანები, ოჯახურ ძალადობას და ა.შ.
        ჟორჟ სიმენონი ძალიან მიყვარს რა თქმა უნდა მისი განუმეორებელი კომისარი მეგრეთურთ!. 🙂

        • რავი, ნორვეგიელებს რომ კითხო… აი დანარჩენ გერმანელებს ვინ ყავთ სულ რომ აშაყირებენ – შვაბები მგონი. ეგრეა ნორვეგიელებისთვის ისლანდიელები. 🙂

          აბბა რომ გამოჩნდა, შეესიენ პროდიუსერები შვედეთს, მარა მეორე აბბა ვერ იპოვნეს. ახლა იგივე პონტია წიგნებში ლარსონის გამო.
          შვედეთს და მერე მთელ სკანდინავიას მოედნენ და ეძებენ მეორე ლარსონს. მეპირადად რაც ვნახე და ბევრი ვნახე საკმაოდ – მანკელია ნამდვილად ძალიან კარგი. სხვა ვერ ვნახე ჯერ ეგეთი ღირსეული. საშუალო დონის კი ბევრია.
          ..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s