ფრანკფურტის ინტერნაციონალური წიგნის გამოფენა

ფრანკფურტერ ბუხმესეს მოკლე ისტორია.


მაინის ფრანკფურტის ინტერნაციონალური წიგნის გამოფენის, Frankfurter Buchmesse-ს, ისტორია იწყება მე-15-ე საუკუნეში. სწორედ ამ პერიოდში (1450-იან წლებში) ხდება იოჰან გუტენბერგის მიერ წიგნის ბეჭდვის გამოგონება. მე -17 საუკენემდე ფრანკფურტის როგორც წიგნის გამოფენების ცენტრის მნიშვნელობა ევროპაში საკმაოდ დიდი იყო. პოლიტიკური და კულტურული მოვლენების შედეგად მე -18 საუკუნეში ქალაქმა დაკარგა ამ მხრივ ფუნქცია და წამყვანი როლი ქალაქ ლაიპციგს დაეთმო.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენილ იქნა ფრანკფურტში წიგნის გამოფენის ძველი ტრადიცია. 1949 წლის სექტემბერში ფრანკფურტის პაულსკირხეში პირველად გამართულ გამოფენაზე 205-მა გერმანელმა მონაწილემ მოიყარა თავი. ამ ორგანიზაციამ ინტერნაციონალური სახე კი განსაკუთრებით მეოცე საუკუნის სამოციან წლებში მიიღო.
1993 წლიდან დევიზით „Frankfurt goes Electronic“ ელექტრონული მედია ხდება ფრანკფურტერ ბუხმესესგანუყოფელი ნაწილი და ახალი მედიის განხრით გამოფენაში მონაწილეობას 14 ქვეყნის ასსამოცი წარმომადგენელი იღებს.
2000-იანი წლებიდან ფრანკფურტერ ბუხმესეზე ეტაბლირდება თემატური ფორუმები. ამავე პერიოდიდან საყოველთაო განათლებისათვის ხელის შეწყობა ამ ორგანიზაციის კრედოდ ცხადდება.
ფრანკფურტერ ბუხმესე აქტიურადაა წარმოდგენილი ინტერნაციონალურ ბაზარზე. მისი ხელის შეწობითა და კოოპერაციით დაარსდა აფრიკის ინტერნაციონალური გამოფენა Cape Town Book Fair, ასევე დახმარებას უწევს ორგანიზაციას Abu Dhabi Authority for Culture and Heritage არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. ფრანკფურტერ ბუხმესეს ბიუროები განთავსებულია ნიუიორკში, ბუქარესტში, მოსკოვში, პეკინსა და ახალ დელიში. დღეს ფრანკფურტის წიგნის ინტერნაციონალური გამოფენა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების სასაქონლო ნიშანსა და მისაბაძ ორგანიზაციას წარმოადგენს.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s